ანონსი
ანონსი
14 აგვ, 2019 17:45:29

ხვალ, 15 აგვისტოს, 11:00 საათზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი II)  მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co”- სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველი მაოდგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძე, კომპანია  “China Railway 23rd Bureau Group Co”-ს ვიცე-პრეზიდენტი ტიან ბაოჰუა და კომპანია  “China Railway 23rd Bureau Group Co”-ს საქართველოში მუდმივმოქმედი ფილიალის გენერალური მენეჯერი იანგ იუბინი

მისამართი: თბილისი, ალ.ყაზბეგის  N12 (მე-2 სართ, მცირე საკონფერენციო დარბაზი).

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: