დეპარტამენტი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით წელს ორჯერ მეტი გზის რეაბილიტაციას გეგმავს
დეპარტამენტი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით წელს ორჯერ მეტი გზის რეაბილიტაციას გეგმავს
13 აგვ, 2019 16:59:35

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დღეს 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

2019 წლის პირველ ნახევარში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უპრეცენდენტო მოცულობის  თანხა - 397 838 275  ლარი მოხმარდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 36.4% მეტია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის გეგმა  550 კმ. გზის რეაბილიტაციაა,  რაც 2-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

დღეის მონაცემებით, რეაბილიტაციის კუთხით, გზების დეპარტამენტში 237 პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 737 მილიონი ლარია. აქედან 41 პროექტი უკვე დასრულებულია, წლის ბოლომდე კი პროექტების 70% დასრულდება.

რეაბილიტირდა ნიჩბისი-დიდიგორო-დიდი-თონეთის 26 კმ-იანი  და ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 25.8 კმ-იანი გზები. მუშაობა მიმდინარეობს ისეთ გზებზე , სადაც აქამდე ასფალტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა, მათ შორისაა თიანეთი-ახმეტას 28 კმ-იანი  და ხორნაბუჯი-ერისიმედის 21 კმ-იანი მონაკვეთები.

აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ტურისტული მარშრუტების რეაბილიტაციის მიმართულებით, მათ შორის  - ხვამლის მთასთან მისასვლელ გზაზე, ასევე ოკაცეს კანიონთან მისასვლელ და ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანის გზებზე.

გზების რეაბილიტაციის გარდა, წლის პირველ ნახევარში სამუშაოები განხორციელდა სტიქიის პრევენცია-ლიკვიდაციისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმართულებითაც.

2019 წელს, 6 თვის განმავლობაში, სულ 228 ტენდერი გამოცხადდა და 541 103 278 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა.

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: