ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის პროექტზე მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს
ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის პროექტზე მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს
13 აგვ, 2019 15:11:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტის 6 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტირება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

„როგორც გვქონდა დაგეგმილი, ნოემბრისთვის ვვარაუდობთ უკვე გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას სამშენებლო სამუშაოებზე.  330 მილიონი ლარია საორიენტაციოდ ის ბიუჯეტი, რაც დასჭირდება ამ პროექტს. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ნამდვილად ექნება შესაბამისი გზა და რკინიგზა“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზა და რკინიგზა 18 კმ-იანი იქნება. პროექტირებას ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ ახორციელებს.

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: