თერჯოლის სატრანსპორტო კვანძზე სამუშაოები 28 ივლისამდე გაგრძელდება
თერჯოლის სატრანსპორტო კვანძზე სამუშაოები 28 ივლისამდე გაგრძელდება
27 ივლ, 2019 19:43:09

2019 წლის 24 ივლისს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შპს „ტოდინის“მიერ დაგეგმილი იყო საერთაშორისო მნიშვნელობისთბილისი–სენაკი–ლესელიძის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ204 მონაკვეთზე არსებულ თერჯოლის სატრანსპორტო კვანძზე სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოების წარმოება. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, კომპანიამ ვერ უზრუნველყო აღნიშნული სამუშაოების ჩატარება. რის გამოც, სამუშაოები ჩატარდება 2019 წლის 28 ივლისს, 07:00სთ-დან 10:00-სთ-მდე. დროის აღნიშნულ პერიოდში, საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი)  საავტომობილო გზის კმ204-ში თერჯოლის სატრანსპორტო კვანძის სახიდე გადასასვლელებზე, ზესტაფონი-სამტრედიის მიმართულების თერჯოლის კვანძში არსებული წრიული მოძრაობის გავლით გადართვა, ხოლო სამტრედია-ზესტაფონის მიმართულების ჯერ ერთი შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლის შეზღუდვა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზომების გატარება.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, სამუშაოთა წარმოების ადგილი ღამის საათებში იქნება განათებული და საავტომობილო გზის მონაკვეთზე განთავსდება მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები. ასევე, სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი  თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობის ინტენსიურობის გაზრდის და საცობის წარმოქმნის შემთხვევაში შეწყვეტილ იქნება სამუშაოები. სამუშაოების დაწყების და დასრულების შესახებ წინასწარ ეცნობება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სამორიგეო ნაწილს.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: