30 ივლისს ღამე შორაპანი-ძირულას მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
30 ივლისს ღამე შორაპანი-ძირულას მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
25 ივლ, 2019 17:55:05

2019 წლის 30 ივლისს 00:30სთ-დან 01:30 სთ-მდე, სს „საქართველოს რკინიგზა”, მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ185 მონაკვეთზე, შორაპანი-ძირულას გადასარბენის 2328 კმ პკ5 და პკ8 მონაკვეთებზე მდებარე სარკინიგზო ხიდებზე (გზაგამტარები) დაბინძურებული ღორღის გამოტანისა და ახლით შეცვლის სამუშაოების ჩატარებას, რისთვისაც საჭიროა, დროის აღნიშნულ პერიოდში, სავალი ნაწილის ჩაკეტვა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. აღნიშნული დროის შუალედში, საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება. 

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: