ქ. სენაკში 3.5 ტონაზე მეტი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება
ქ. სენაკში 3.5 ტონაზე მეტი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება
22 ივლ, 2019 16:16:43
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკის საავტომობილო გზის 86-ე კმ-ზე (ქ. სენაკი) არსებული წყალგამტარი მილის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, შპს „კოლხიდა”-მ უნდა შეასრულოს შესაბამისი სამუშაოები.
სამუშაოთა წარმოებისათვის აღნიშნულ მონაკვეთზე, იკრძალება 3,5 ტონაზე მეტი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა და არსებული შემოსავლელი გზების გამოყენებით განხორციელდება.
ინტერაქტიული რუკა