ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება
ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება
18 ივლ, 2019 12:30:30

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით შეხვედრა ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ლევან კუპატაშვილი, ალექსანდრე თევდორაძე, იმერეთის რეგიონის რწმუნებულის მ.შ. ზვიად შალამბერიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, მშენებელი კოპანიის  “Hunan Road and Bridge Construction Group“ -ის წარმომადგენლები შეხვდნენ.

ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ხევი-უბისას პროექტს გაცნობოდა და სურვილის შემთვევაში მშენებელი კომპანიის მხრიდან, მშენებლობის პირცველ ეტაპზე წარმოდგენილ ვაკანტურ მიმნართულებებს გაცნობოდა. აღნიშნული მიმართულებებია: მიწაზე მომუშავე პერსონალი, ოპერატორები, ლითონზე მომუშავე პერსონალი, ბეტონზე და ხის მასალაზე მომუშავე პერსონალი, შემდუღებლები, ელექტრიკოსები, გეოდეზისტები, არმატურის მქსოველები, მექანიკოსები, დამხმარე მუშები და ბეტონის ქარხნის ოპერატორი.

ამ ეტაპზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები,  სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების მოწყობის სამუშაოები, კომუნიკაციის გადატანის პროექტის მომზადება და ნარჩენების განსათავსებელი ადგილის შერჩევა მიმდინარეობს.

პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია და სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული.

ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი შეხვედრების ორგანიზებას სხვა სამშემნებლო პროექტებზეც გააგრძელებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: