მუნიციპალიტეტებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით შეხვედრები ჩატარდა
მუნიციპალიტეტებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით შეხვედრები ჩატარდა
13 ივლ, 2019 11:50:48

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს 10 რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების  წარმომდგენლებს დეპარტამენტის საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს. დასკვნითი შეხვედრა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტებისთვის გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ესწრებოდნენ.

საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა პრეზენტაციები წარადგინეს შემდეგი მიმართულებებით: დაგეგმარება, ტექნიკური დავალების მომზადება; შესყიდვები; სამართლებრივი ტექნიკა (ხელშეკრულების გაფორმება); მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;  პროექტების დაგეგმვის პრინციპები; განსახლება (აღიარებითი კომისია; მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა); კომუნიკაცია მოქალაქეებთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტთან; გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი მონიტორინგი; საჯარო შეხვედრები და საზოგადოების ჩართულობა გარემოს დაცვის ანგარიშის მომზადების ეტაპზე; საჩივრების მიღების მექანიზმი; საგზაო უსაფრთხოება; ნაპირდაცვის ტექნიკური დავალება; ხარისხის კონტროლი; მონიტორინგი და აღსრულება. შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო ყველა კითხხვაზე ამომწურავი პასუხი მიეღოთ.  ჯამში სულ 6 შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრების მიზანი იყო, ყველა მუნიციპალიტეტის გადამზადება ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესყიდვის, პროექტის განხორციელებისა თუ მონიტორინგის მიმართულებით, რაც მომავალში დადებითად აისახება ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო ეფექტრუად განხორციელებაზე, ურთიერთთანამშრომლობასა და ზოგადად, საჯარო სექტორის საქმიანობის სამომავლო განვითარებაზე.

ღონისძიება, „საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“  პროგრამის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მხარდაჭერით განხორციელდა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: