გზების დეპარტამენტი კომპანიებს დაგეგმილი შესყიდვების გასაცნობად იწვევს
გზების დეპარტამენტი კომპანიებს დაგეგმილი შესყიდვების გასაცნობად იწვევს
09 ივლ, 2019 14:20:27

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე), სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული, შესასრულებელი მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, მშენებლობის, სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის და ნაპირსამაგრი სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების შესყიდვას.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში 2019 წლის 11 ივლისს 10:00 საათზე გაიმართება შეხვედრა აღნიშნული შესყიდვის დეტალური ინფორმაციის გაცნობის მიზნით და დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მობრძანდეთ შეხვედრაზე დასასწრებად (ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N12, მე-2 სართული).

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: