საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის
საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის
29 ივნ, 2019 13:34:42

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომდგენლებს დეპარტამენტის საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკას უზიარებენ. შეხვედრას, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ალექსანდრე თევდორაძე, გიორგი ციბაძე და იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად შალამბერიძე  ესწრებიან.

შეხვედრები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, შეხვედრის პირველ დღეს გამოცდილებას უზიარებენ შემდეგი მიმართულებებით: დაგეგმარება დეპარტამენტის მაგალითზე, საგზაო სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი და უზრუნველყოფა, ტექნიკური დავალების მომზადება, მოსამზადებელი სამუშაოები ნაპირდაცვითი პროექტებისთვის, შესყიდვები და სამართლებრივი ტექნიკა (ხელშეკრულების გაფორმება). შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების  მიზნით შეხვედრები უკვე ჩატარდა, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, კახეთის, გურიის, აჭარის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებისთვის.

შეხვედრების მიზანია ყველა მუნიციპალიტეტის გადამზადება ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესყიდვის, პროექტის განხორციელებისა თუ მონიტორინგის მიმართულებით, რაც მომავალში დადებითად აისახება ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო ეფექტრუად განხორციელებაზე, ურთიერთთანამშრომლობასა და ზოგადად, საჯარო სექტორის საქმიანობის სამომავლო განვითარებაზე.

ღონისძიება, „საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა““  პროგრამის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მხარდაჭერით ხორციელდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: