26 ივნისს სოფელ სართიჭალასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამოდენიმე წუთით შეიზღუდება
26 ივნისს სოფელ სართიჭალასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამოდენიმე წუთით შეიზღუდება
24 ივნ, 2019 06:47:35

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს გარდაბნის რაიონის სოფ. სართიჭალაში მდებარე 35/10კვ ძაბვის ქ/ს „პატარძეულის“ და „სართიჭალის“ დამაკავშირებელი 35კვ ელექტროგადამცემი ხაზის გაძარცული უბნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რისთვისაც საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილოგზის კმ35 მონაკვეთზე (სოფ სართიჭალა), 2019 წლის 26 ივნისს 05:00 სთ-დან 07:30 სთ-მდე ორჯერ და 11:00 სთ-დან 13:30 სთ-მდე ორჯერ, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა, 3 წუთიანი ინტერვალებით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კორდინაციით.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: