ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
14 ივნ, 2019 11:45:44

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი. პირველ მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხოლო მეორე მონაკვეთზე, შეჩერებული სამუშაოების გასაგრძელებლად, მსოფლიო ბანკთან სხვადასხვა საკითხის განხილვა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

პირველ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კუპატაშვილმა დაათვალიერა.

ამ დროისთვის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პირველ მონაკვეთზე, ხიდების მშენებლობა, ყრილის მოწყობა, ელექტროგადამცემი ხაზების გადატანა და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, მათ შორის დამცავი ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ამ გზით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია და მოიცავს რამდენიმე გვირაბსა და ხიდს.

აღნიშნული გზა აგარა-ზემო ოსიაურის გზის გაგრძელება იქნება, რომლის უკვე აშენებული 5 კილომეტრიც ამ პროექტის დასრულების შემდეგ შევა ექსპლუატაციაში.

პროექტის ფარგლებში აშენდება: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობას რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD)  და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: