სოფელ ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
სოფელ ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
08 ივნ, 2019 10:51:12

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭუბერში, უხვი ნალექების შედეგად,  ადიდებული მდინარე ნენსკრას კაპალოტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამი ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს და მდინარე ნენსკრას კალაპოტს აფართოებს. კალაპოტის გაფართოების სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები, სადაც დიდი რაოდენობით ჩამონატანებია დაგროვილი, ზოგ ადგილას ჩამონატანების რაოდენობა 1 მეტრს აღწევს.

ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს კოორდინაციას უწევს.

„მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მდინარე ნენსკრაზე დაფიქსირდა მაქსიმალური რაოდენობის ნალექი, ყველა ნაპირსამაგრი და სტიქიის საპრევენციო ნაგებობა, რომლიც 1 წლის წინანდელი სტიქიის შემდეგ მოეწყო  თავის ფუნქციას ასრულებს. გვაქვს მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო დაზიანებაა, რაც მოსახლეობას და  მიმდებარე ინფრატსრუქტურას საფრთხეს არ უქმნის. გასულ წელს ჩატარებული სამუშაოების გარეშე შედეგი რა თქმა უნდა ბევრად სავალალო იქნებოდა“- აღნიშნა გიორგი წერეთელმა..

შეგახსენებთ,  რომ შარშან სვანეთში, სოფელ ჭუბერში ძლიერი წვიმის შედეგად მთა ჩამოიშალა და მდინარე ნენსკრა დაგუბდა, დაგუბებულმა წყალმა კი მეწყრისგან ჩაკეტილი კალაპოტი გაარღვია და მდინარის პირას მდებარე სახლები წაიღო. დაინგრა მდინარეზე არსებული რამდენიმე ხიდი, გარესამყაროს იყო მოწყვეტილი ჭუბერის ხეობა და 10-ზე მეტი სოფელი.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: