შატილის თემთან დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგა
შატილის თემთან დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგა
07 ივნ, 2019 17:10:58

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

შატილის თემთან დამაკავშირებელლი გზა, 5 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ დააზიანა და მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო. სტიქიის მომენტიდან, ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა, მდინარის კალაპოტში დაბრუნებისა და გზის აღდგენის სამუშაოები ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც მოძრაობის აღდგენა უმოკლეს ვადებში გახდა შესაძლებელი.

ადგილზე მობილიზებული რჩება მძიმე ტექნიკა, რათა საჭირობის შემთხვევაში შესაბამისი სამუშაობი განხორციელდეს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: