ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კმ-ის დატბორილ მონაკვეთზე სამუშაოები დაიწყო
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კმ-ის დატბორილ მონაკვეთზე სამუშაოები დაიწყო
07 ივნ, 2019 16:06:33

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მეწყრული მოვლენების შედეგად წარმოშობილ ტბასთან წყლის დონის დაწევისა და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ამ დროისთვის, ადგილზე მუშაობს 5 ერთეული მძიმე ტექნიკა, მათ შორის 1 ექსკავატორი, 1 ეშვიანი ექსკავატორი და 3 ბულდოზერი. საჭიროების შემთხვევაში ტექნიკის რაოდენობა გაიზრდება.

2 დღის წინ, უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლები, სპეციალისტებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ. სპეციალისტებმა 56-ე კმ-ზე არსებული ვითარება  შეისწავლეს და პრობლემის გადაჭრის გზები დასახეს. კომისიის მიერ შემუშავებული გემის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია მიეწოდა და სამუშაოები ამ გეგმის შესაბამისად განხორციელდება.

შეგახსებთ, რომ 56-ე კმ-ის გარდა, 2 საპროექტო ჯგუფი მუშაობს სტიქიის გამო დაზიანებულ მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად და შემდეგი კვირიდან ეტაპობრივად დაიწყება საპროექტო გადაწყვეტების წარმოდგენა.  პროექტის წარმოდგენისთანავე განხორციელდება სტიქიის პრევენციის, ნაპირსამაგრი და სამშენებლო სამუშაოები. ამ ეტაპზე სულ 10-მდე პრობლემური მონაკვეთია იდენტიფიცირებული.

უწყებათაშორის კომისიაში შედიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგენგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები და საპროექტო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: