უწყებათაშორისმა კომისიამ თუშეთის გზაზე არსებული პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელა
უწყებათაშორისმა კომისიამ თუშეთის გზაზე არსებული პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელა
04 ივნ, 2019 14:12:00

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მეწყრული მოვლენების შედეგად წარმოშობილ ტბასთან, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისა და არსებული პრობლემების გადასაჭრელად უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა გაიმართა.

უწყებათაშორის კომისიაში შედიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები და საპროექტო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომისიამ, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელა. დღეს, კომისიის წარმომადგენლები სტიქიის ზონაში ვერტმფრენით გაემგზავრებიან და ვითარებას ადგილზე შესწავლიან, რის შემდეგაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება.

56-ე კმ-ის გარდა, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის ორივე მხრიდან გრძელდება თოვლის წმენდისა და ზამთრის პერიოდში დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები. ასევე, 2 საპროექტო ჯგუფი მუშაობს სტიქიის გამო დაზიანებულ მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად. პროექტის წარმოდგენისთანავე განხორციელდება სტიქიის პრევენციის, ნაპირსამაგრი და სამშენებლო სამუშაოები. ამ დროისთვის სულ 10-მდე პრობლემური მონაკვეთია იდენტიფიცირებული.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: