წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზის 3.8 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზის 3.8 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
20 მაი, 2019 11:31:56

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზის კმ17-კმ20.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, კერძოდ, 3.8 კმ-იან მონაკვეთზე მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და საგზაო ნიშნები, ასევე განხოლრციელდება გზის შემოფარგვლა და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

ამჟამად, ასფალტის პირველი ფენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზით სარგებლობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები. ამავდროულად აღნიშნული გზის კეთილმოწობას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტურისტური ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით.

გზა ძლიერ დაზიანებული იყო, არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი, ხოლო გზის დანარჩენი ნაწილი ხრეშოვანი.

პროექტი, რომლის ღირებულება 1,8 მილიონი ლარია მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და 2019 წლის ივნისის ბოლოს  დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: