აჭარისა და გურიის მუნიციპალიტეტებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება გრძელდება
აჭარისა და გურიის მუნიციპალიტეტებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება გრძელდება
18 მაი, 2019 12:29:19

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, აჭარისა და გურიის რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომდგენლებისთვის, გამოცდილების გაზიარება გრძელდება.

დღეს, შეხვედრაზე, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა პრეზენტაციები წარადგინეს შემდეგ საკითხებზე: სამართლებრივი ტექნიკა (ხელშეკრულების გაფორმება); კომუნიკაცია მოქალაქეებთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტთან; განსახლება (აღიარებითი კომისია; მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა);  გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი მონიტორინგი; საჯარო შეხვედრები და საზოგადოების ჩართულობა გარემოს დაცვის ანგარიშის მომზადების ეტაპზე და საჩივრების მიღების მექანიზმი.

შეხვედრების მიზანია მუნიციპალიტეტების გადამზადება ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესყიდვის, პროექტის განხორციელებისა თუ მონიტორინგის მიმართულებით, რაც მომავალში დადებითად აისახება ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო ეფექტრუად განხორციელებაზე, ურთიერთ თანამშრომლობასა და ზოგადად, საჯარო სექტორის საქმიანობის სამომავლო განვითარებაზე.

ღონისძიება, „ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“  პროგრამის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მხარდაჭერით განხორციელდა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: