ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
16 მაი, 2019 10:18:48

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა) - ალპანა - მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის, ცალკეული დაზიანებული მონაკვეთების (კმ94-კმ123) აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო გზა მთაგორიან მონაკვეთზე, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.

დაზიანებული გზის აღსადგენად და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის, პროექტის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება. კერძოდ გათვალისწინებულია, ქუთაისი(ჭომა) - ალპანა - მამისონის უღელტეხილის გზის 94-ე კმ-ზე გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს გაბიონის კედლების მოწყობა; 98-ე კმ-ზე რკინა-ბეტონის მილის რეაბილიტაცია; 106-ე კმ-ზე ქვედა საყრდენი კედლის, რკინა-ბეტონის მილის და ღარების მოწყობა; 123-ე კმ-ზე მოეწყობა ნაპირდამცავი რკინა-ბეტონის კედელი. ასევე, აღნიშნულ მონაკვეთებზე განახლდება ასფალტ-ბეტონის საფარი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 570 326 ლარია. პროექტი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: