15-18 მაისს ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 183-ე კმ-ზე მოძრაობა შეიზღუდება
15-18 მაისს ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 183-ე კმ-ზე მოძრაობა შეიზღუდება
15 მაი, 2019 17:36:21

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ183 მონაკვეთზე საჭიროა საავტომობილო გზის გაწმენდის ინტენსიური სამუშაოების წარმოება. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე 2019 წლის 15 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით, ყოველდღე 12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე და 22:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე გზის კმ1-კმ138 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: