სოფელ უწერასა და სორში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ უწერასა და სორში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
13 მაი, 2019 12:40:00

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერასა (ჟამიერეთის უბანი) და სოფელ სორში მდ. რიონზე კალაპოტის გაწმენდისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი ადგილზე გაეცნო.

აღნიშნულ სოფლებში მდინარე რიონის ადიდებისას, არსებობდა საკარმიდამო და სახნავ-სათესი ნაკვეთების დატბორვის საფრთხე.

პროექტის შესაბამისად, სტიქიის პრევენციისა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელდება შესაბამისი ნაპირსამაგრი ღონისძიებები. კერძოდ, გაიწმინდება მდინარის კალაპოტი, უწერა (ჟამიერეთის უბანში) არსებული დაზიანებული გაბიონის მიმდებარედ მოწყობა ახალი ქვანაყარი ბერმა და დამატებითი გაბიონი. ასევე, გათვალისწინებულია რკინა-ბეტონის ხიდის მოწყობა და ეკლესიამდე მისასვლელი ძველი გზის აღდგენა. ხოლო სოფელ სორში დატბორვის თავიდან ასაცილებლად მოეწყობა ქვანაყარი  ბერმა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 835 500 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და აგვისტოში დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: