ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
12 მაი, 2019 14:16:08

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე, სოფელ ლეჩურთან, სტიქიის სალიკიდაციო სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები კონტრქტორ კომპანისთან ერთად უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ. ამ დროისთვის, მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და  ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-6 კმ-ზე ჩანგრეული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში ხორციელდება საპროექტო სამუშაოები სტიქიის პრევენციისა და დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენად.  

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, უხვი ნალექების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, სოფელ ლეჩურთან გზის სავალი ნაწილი წყალმა წაიღო. რის გამოც, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ9-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო აღნიშნული გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: