თუშეთისა და შატილის მიმართულებით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
თუშეთისა და შატილის მიმართულებით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
10 მაი, 2019 17:42:32

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  სტიქიის, კერძოდ უხვი ნალექისა და მეწყრის გამო ფშაველი-აბანო-ომალოსა და ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზებზე მოძრაობა შეზღუდულია. ორივე მიმართულებაზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა,  ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრატქორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

უხვი ნალექების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, სოფელ ლეჩურთან გზის სავალი ნაწილი წყალმა წაიღო. რის გამოც, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ9-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო აღნიშნული გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სოფელ ლეჩურთან წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება საპროექტო სამუშაოები რათა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად განხორციელდეს საპრევენციო ღონისძიებები.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 59-ე კმ-ზე  ჩამოვიდა დიდი ოდენობით მეწყრული მასა. ჩამოსული მასის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და საავტომობილო მოძრაობა ხვალ დღის განმავლობაში აღდგება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: