გუფთა-ონის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთი რეაბილიტირდება
გუფთა-ონის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთი რეაბილიტირდება
10 მაი, 2019 15:40:49

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გუფთა-ონის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის (კმ54 -კმ63) რეაბილიტაციას ახორციელებს.

გუფთა-ონის გზა  ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგანაც ის წარმოადგენს კონფლიქტურ რეგიონთან დამაკავშირებელ გზას. აღნიშნული გზა, ასევე ერთადერთი გზაა მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის ონის მუნიციპალიტეტთან დასაკავშირებლად.

არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდებოდა. გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის, ტროტუარების, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების  და ავტოპავილიონების მოწყობა. ასევე უსაფართხოების გაუმჯობესების ღონისძიებები, კერძოდ: საგზაო ნიშნების, დამცავი ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

ამ დროისთვის,  მიწის და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს მიმდინარეობს.

პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის III პროექტის (SLRP III) ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 6 488 890 ლარია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2020 წლის მარტში დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: