სოფ. ჰერეთისკართან მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
სოფ. ჰერეთისკართან მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
07 მაი, 2019 11:26:19

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ132-კმ134 მონაკვეთზე მდ. ალაზანზე წყლის დონემ დაიკლო და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნულ მონაკვეთზე, უსაფრთხოების მიზნით, მაღალი განმავლობის ავტოტრანსპორტი ორივე მიმართულებით მორიგეობით მოძრაობს.

შეგახსენებთ, რომ მდ. ალაზნის ადიდების შედეგად, გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა უხვი რაოდენობით წყალი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: