თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება
თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება
07 მაი, 2019 09:48:16

თბილისი (პანტიანი) - მანგლისის გზაზე 10 კმ-იანი (კმ23-კმ32) მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

თბილისი(პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზა,  კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას უერთდება და უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა თბილისთან.

არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებით ხორციელდებოდა.

უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია: ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის, ტროტუარების, წყალგამტარი მილების და ავტოპავილიონების მოწყობის სამუშაოები. ასევე, განხორციელდება უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები, კერძოდ, საგზაო ნიშნების, დამცავი ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 6 995 800 ლარია. სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: