წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზა რეაბილიტირდება
წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზა რეაბილიტირდება
03 მაი, 2019 16:20:19

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის 7 კმ-იანი (კმ 7-კმ 14,2) მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ერთმანეთთან აკავშირებს წალენჯიხასა და ობუჯის. გზა დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებით ხორციელდებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას კი დაზიანებული გზით სარგებლობა ყოველდღირად უქმნიდა დისკომფორტს.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 7 კმ-იან მონაკვეთზე გზის სრული რეაბილიტაცია ჩატარდება. რეაბილიტირდება გზის სავალი ნაწილი, ხელოვნური ნაგებობები და წყალგამტარი მილები. ასევე, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება  4 657 200 ლარია. სამუშაოები მიმდიანრე წლის მარტში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.

პროეტის დასრულების შემდეგ, წალენჯიხისა და ობუჯის დამაკავშირებელი გზა უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: