ამლევი-ორბეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ამლევი-ორბეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
03 მაი, 2019 10:35:15

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრი (ამლევის აგარაკები)-ორბეთის საავტომობილო გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნო.

არსებული სარეაბილიტაციო მონაკვეთი, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ გრუნტის საფარით არის წამოდგენილი, გზა ძლიერ დაზიანებულია და სავალ ნაწილზე წარმოქმნილია დიდი ზომის ორმოები, რაც ავტოტარნსპორტის გადაადგილებას აფერხებს.

არსებული პრობლემის გადასაჭრელად, გზის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია 9 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოწყობა, წყალგამტარი მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ადგილობრივი შესასვლელები და საგზაო ნიშნები. ასევე განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნისა და  საგზაო შემოფარგვლის სამუშაოები.

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრი (ამლევის აგარაკები)-ორბეთის  გზის რეაბილიტაცია, თეთრიწყაროდან თბილისში მგზავრობის მანძილს დაახლოებით 15 კმ-ით შეამცირებს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 4 200 000 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2020 წლის იანვარში დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: