ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
02 მაი, 2019 17:43:06

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი (კმ5-კმ10.3) მონაკვეთის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

აღნიშნული გზა, ადგილობრივი დასახლების პარალელურად ერთმანთთან აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალსა და სენაკი-ჩხოროწყუ-წალენჯიხა-ზუგდიდის გზების ქსელს. შესაბამისად, ამ გზის გამართულად ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით.

არსებული გზა ძლიერ დაზიანებული და ერთ დროს კაპიტალური საფარის მქონე გზა მთლიანად მწყობრიდან იყო გამოსული.  რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად მოგვარდება არსებული პრობლემები, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ახალი რკინა-ბეტონის მილები, კიუვეტები და გაბიონის კედლები. ასევე, გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპვილიონის, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. განხორციელდება გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლა და მონიშვნა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 434 716 ლარია. სამუშაოები 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: