ახალციხე-ნინოწმინდას გზის რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება
ახალციხე-ნინოწმინდას გზის რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება
02 მაი, 2019 12:29:49

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე 14.6 კმ-იანი (კმ98-კმ112) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინრეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფლებს, გორელოვკას და ჟდანოვს გაივლის და  საქართველო-სომხეთის საზღვართან სრულდება. ახალციხე-ნინოწმინდას გზის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. აღნიშნული გზით სარგებლობენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა და სომხეთის მიმართულებითმოძრავი ავტომანქანები, ასევე  ხორციელდება საზტრანზიტო გადაზიდვები.

ახალციხე-ნინოწმინდას გზაზე სამუშაოები ბოლო 10 წელია არ ჩატარებულა.  არსებული საფარი ძლიერ დაზიანებულია, არის მონაკვეთები სადაც საერთოდ აღარ არსებობს ასფალტის საფარი და ავტოტრანსპორტის გადაადგილება ხრეშოვან-ღორღოვან საფარზე ხდება. არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად აფერხებს ავტოტარნსპორტის გადაადგილებას.

პრობლემის  მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად, დაგეგემილია არსებული დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია. გაფარდოვდება არსებული გზის სიგანე, რეაბილიტირდება 3 რკინაბეტონის ხიდი და წყალგამტარი მილები. მოწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. ასევე, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.  პროექტის დასრულების შემდეგ, ახალციხიდან ნინოწმინდის მიმართულებით სომხეთის საზღვრამდე გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.

ზამთრის მკაცრი კლიმატური პირობების გამო სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე სამუშაოები განახლდა და აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის დასრულება 2019 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 808 673 ლარია. სამუშაოები 2018 წლის ივლისში დაიწყო და 2 კმ-იან მონაკვეთზე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი, ხოლო 2 კმ-იან მონაკევთზე მოწყობილია მიწის ვაკისი. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე, მიმდინარე წელს პროექტი მომზადდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში დაიწყება დაზიანებულ 5 კმ-იან მონაკვეთზე (კმ91-კმ97).

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: