დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთის მუნიციპალიტეტებს საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს
დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთის მუნიციპალიტეტებს საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს
19 აპრ, 2019 14:32:45

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტების წარმომდგენლებს დეპარტამენტის საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს. შეხვედრას, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, კახეთის გუბერნიისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გამოცდილებას უზიარებენ შემდეგი მიმართულებებით: დაგეგმარება, ტექნიკური დავალების მომზადება; შესყიდვები; სამართლებრივი ტექნიკა (ხელშეკრულების გაფორმება); განსახლება (აღიარებითი კომისია; მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა); კომუნიკაცია მოქალაქეებთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტთან; გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი მონიტორინგი; საჯარო შეხვედრები და საზოგადოების ჩართულობა გარემოს დაცვის ანგარიშის მომზადების ეტაპზე; საჩივრების მიღების მექანიზმი; საგზაო უსაფრთხოება; ნაპირდაცვის ტექნიკური დავალება; საგზაო სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი და უზრუნველყოფა.

შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიეღოთ. ღონისძიება 2 დღე გაგრძელდება. მსგავსი სახის შეხვედრა უკვე ჩატარდა შიდაქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტებისთვის. შემდეგ ეტაპზე კი დასავლეთ საქართველოში ჩატარდება.

შეხვედრების მიზანია ყველა მუნიციპალიტეტის გადამზადება ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესყიდვის, პროექტის განხორციელებისა თუ მონიტორინგის მიმართულებით, რაც მომავალში დადებითად აისახება ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო ეფექტრუად განხორციელებაზე, ურთიერთ თანამშრომლობასა და ზოგადად, საჯარო სექტორის საქმიანობის სამომავლო განვითარებაზე.

ღონისძიება, „ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“  პროგრამის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მხარდაჭერით ხორციელდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: