გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩარჩენილი ხალხი და ავტოტრანსპორტი გამოყვანილია
გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩარჩენილი ხალხი და ავტოტრანსპორტი გამოყვანილია
17 აპრ, 2019 15:44:28

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთიდან ჩარჩენილი ხალხი და ავტოტრანსპორტი გამოყვანილია. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, დღეს დილას, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. მოძრაობის შეზღუდვამდე გუდაური-კობის მონაკვეთზე მოცურდა მისაბმელიანი ტრანსპორტი რამაც საავტომობილო გზის დაკეტვა, ავტობუსისა და რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩარჩენა გამოიწვია.

საავტომობილოო გზების დეპარტამენტის კონტარქტორი ორგანიზაციის, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლებმა ყველა საწირო სამუშაოს ჩაატარეს ჩარჩენილი ავტოტრანსპორტისა და ხალხის უსაფრთხოდ გამოსაყვანად.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გუდაური-კობის მთელი მონაკვეთის გაწმენდით სამუშაოებს დაწესებული რეჟიმის მოხსნის შედეგ დაიწყებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: