წელს, პირველად, საგზაო უსაფრთხოების კუთხით 15.5 მლნ ლარია გათვალისწინებული
წელს, პირველად, საგზაო უსაფრთხოების კუთხით 15.5 მლნ ლარია გათვალისწინებული
17 აპრ, 2019 13:25:10

საგზაო უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობა გულისხმობს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ქსელის განვითარებას, რაც მოიცავს საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველოყოფასაც.

დეპარტამენტი  სულ მართავს 7 ათას კილომეტრამდე საავტომობილო გზას, მათ შორის, 1500 კილომეტრზე მეტი საერთაშორისო მაგისტრალია.

საგზაო უსაფრთხოების გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში დასახულია საგზაო უსაფრთხოების ახალი მიმართულებები და ერთობლივი პასუხისმგებლობები უკეთესი შედეგების მისაღწევად. სტრატეგიის -  უსაფრთხო დერეფანი, უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო სოფელი.

წელს, პირველად, მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯამში გამოყოფილია 15 540 000ლარი, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტით მიზნობრივად გათვალისწინებულია 9 მილიონი ლარი, ხოლო მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილია 6 540 000 ლარი.

საგზაო უსაფრთოხოების გაუმჯობესების ღონისძიებები გულისხმობს თვალამრიდებისა და ზღუდარების განახლება-დამონტაჟებას, საგზაო ნიშნების დამატებას, უსაფრთხოების კუნძულებისა და სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერების მოწყობას, გზების სათვალთვალო  კამერებით აღჭურვას.

ამ ღონისძიებათა ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელო-ზემო-სვანეთში 6 მიმართულებაზე, სულ 70 კმ სიგრძის გზებზე, შსს-თან ერთად გატარდება საგზაო უსაფრთოხოების გაუმჯობესების ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები.

მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯება ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე.

დაახლოებით 2 მილიონი ლარის დამატებითი ღონისძიებები იგეგმება თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და ყვარელი-ყვარლის ტბის, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის და ყვარელი-მუკუზანის, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და ყვარელი-მუკუზანის, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და თელავი  შაქრიანის საავტომობილო გზებზე, რომელიც ითვალისწინებს წრიული მოძრაობების, უსაფრთხოების კუნძულების, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოწყობას.

საგზაო უსაფრთხოების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა გასულ  წელს. იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში მცირე მასშტაბის საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებზე, სულ 21 მონაკვეთზე, 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ამას გარდა, საქართველოს რეგიონების 115 სხვადასხვა მონაკვეთზე, უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელდა ინსპექტირება, დაიწყო და გრძელდება გარე განათების სამუშაოები.

სწორედ საგზაო უსაფრთხოების  მიზნით, 2018 წლის ბოლოს ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო ქუთაისის შემოვლით გზის მეორე ზოლის მშენებლობა, რაშიც 2 წლის განმავლობაში 200 მლნ ლარი დაიხარჯება. მეორე ზოლის მშენებლობა მნიშვნელოვან წილად სიჩქარის ლიმიტისა და მოძრაობის წესების დარღვევით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი რაოდენობის გამო გახდა საჭირო. ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი ზოლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ამ გზაზე ორმხრივი მოძრაობა კვლავ შესაძლებელი გახდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: