ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია დაიწყო
ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია დაიწყო
16 აპრ, 2019 11:15:31

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო - ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია დაიწყო. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია  47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

ამ დროისთვის, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე სამობილიზაციო და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. მაისიდან კი სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევა.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

აღნიშნული პროექტი ტურუსტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, განავითარონ საოჯახო ბიზნესი, სასტუმროები და ტურუზმის მომსახურებისთვის საჭირო ბიზნესი აწარმოონ.

ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) აფინანსებს. პროექტის ჯამური ღირებულება 110 210 777 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება 2020 წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: