საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გოდერძის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
გოდერძის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
08 აპრ, 2019 21:57:13

გოდერძის უხელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123(გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე  აკრძალულია სატვირთო ავტოტრანსპორტისა და ავტობუსების მოძრაობა. ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის და მიკროავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით,  ორი წამყვანი ხიდის მქონე მსუბუქი ავტოტრანსპორტისა და მიკროავტობუსების მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გოდერძის უღელტეხილზე, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დეკემბერში აიკრძალა და ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალული იყო.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: