გზების დეპარტამენტში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა ჩატარდა
გზების დეპარტამენტში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა ჩატარდა
05 აპრ, 2019 17:11:13

საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ორგანიზაცია ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის“ პროექტის - ,,ახალგაზრდა ლიდერები საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ფარგლებში, ქუთაისის ახალგაზრდა ლიდერებთან (მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები) შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრაში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ციბაძე, დეპარტამენტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი მონაწილეობდნენ.

დეპარტამეტის წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებს საგზაო უსაფრთხოების საკითხები, უსაფრთხოების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონიძიებები გააცნეს. ასევე,  საუბარი შეეხო ქალის მნიშვნელოვან როლს დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში, რათა მეგზევის, ინჟინრის, მშენებლის პროფესია მეტად არჩევადი გახდეს დამამთავრებელი კლასის გოგონათა მხრიდან.

შეხვედრის ბოლოს, ქუთაისის ახალგაზრდა ლიდერებმა მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დასვეს და დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

პროექტის მიზანია, აქტიური ახალგაზრდები გაეცნონ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე აქტივობებს და დაინახონ არსებული ვითარების აქტუალობა. რის შედეგადაც,  მეტი სტიმულით გაავრცელონ ცოდნა და საგზაო უსაფრთხოების კუთხით გამოცდილება თავიანთ რეგიონში.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: