ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
03 აპრ, 2019 10:47:11

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე, თოვლისა და ზვავებისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 70 კმ-მდე მონაკვეთი უკვე გაწმენდილია და ამ ეტაპზე, სამუშაოები  უღელტეხილზე გრძელდება. აღნიშნული გზა შატილამდე მისასვლელი ცენტრალური გზაა.

ადგილზე ყოველდღიურად, 5 ერთეული ტექნიკა მუშაობს. ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა ჯამში 106 კილომეტრია.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა, დიდთოვლობის გამო, ყოველწლიურად ოქტომბერ-ნოემბერში იკეტება და გაზაფხულზე, მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესების შემდეგ იხსნება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: