საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ირაკლი ქარსელაძემ ჰუნანის პროვინციის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა
ირაკლი ქარსელაძემ ჰუნანის პროვინციის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა
29 მარ, 2019 17:34:52

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და მისი მოადგილეები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ერთერთი უმსხვილესი პროვინციის „ჰუნანი“-ს სამთავრობო დელეგაციას შეხვდნენ. ჰუნანის პროვინცია გამორჩეულია სამშენებლო ტექნოლოგიების, გზების ხიდებისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით.

რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობას, სწორედ ჰუნანის პროვინციის კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“  ახორციელებს. ირაკლი ქარსელაძემ „ჰუნანი“-ს პროვინციის დელეგაციასთან ხევი-უბისას პროეექტის დეტალები და სამშენებლოს სამუშაოების მიმდინარეობის საკითხი განიხილა. „ჰუნანი“-ს დელეგაციამ, თავის მხრივ მზადყოფნა გამოთქვა, პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“-ს მხარი დაუჭიროს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს.

ამ ეტაპზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, აქტიური სამშენებლო სამუშაოები კი აპრილში დაიწყება.

პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით)  და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია  3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი  –  საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.

ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის.

პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია და სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: