27 მარტს გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა 2 საათით შეიზღუდება
27 მარტს გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა 2 საათით შეიზღუდება
26 მარ, 2019 16:28:36

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით  საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე, მდ. ბიდარასთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ატარდება საავტომობილო გზის სავალი ნაწილის სარემონტო სამუშაოები, რის გამოც 2019 წლის 27 მარტს, 10:00სთ-დან 12:00სთ-მდე, ზემოაღნიშნული  საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: