ოზურგეთი-ნატანები-ურეკის გზაზე 10 ტონაზე მეტი ტვირთის გადატანა დროებით შეიზღუდება
ოზურგეთი-ნატანები-ურეკის გზაზე 10 ტონაზე მეტი ტვირთის გადატანა დროებით შეიზღუდება
20 მარ, 2019 10:53:01

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის კმ2+800-კმ8+570 მონაკვეთზე, მიმდინარეობს  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რის გამოც, აღნიშნულ საავტომობილო გზაზე, 2019 წლის 21 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით, აკრძალულია 10 ტონაზე მეტი მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის ამ მონაკვეთში აღნიშნული ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: