სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებისთვის გამოცდილების გაზიარება გრძელდება
სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებისთვის გამოცდილების გაზიარება გრძელდება
17 მარ, 2019 13:23:45

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომდგენლებისთვის, გამოცდილების გაზიარება გრძელდება. დღეს, დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში ისაუბრეს შემდეგ მიმართულებებზე: განსახლება(აღიარებითი კომისია; მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა); კომუნიკაცია მოქალაქეებთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტთან; გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი მონიტორინგი; საჯარო შეხვედრები და საზოგადოების ჩართულობა გარემოს დაცვის ანგარიშის მომზადების ეტაპზე; საჩივრების მიღების მექანიზმი; საგზაო უსაფრთხოება და ნაპირდაცვის ტექნიკური დავალება;

შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებმა მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს და მათთვის საინტერესო ტემებზე პასუხები მოისმინეს.  მსგავსი სახის შეხვედრის ჩატარება შემდეგ ეტაპზე დასავლეთ საქართველოში იგეგმება.

შეხვედრების მიზანია ყველა მუნიციპალიტეტის გადამზადება ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესყიდვის, პროექტის განხორციელებისა თუ მონიტორინგის მიმართულებით, რაც მომავალში დადებითად აისახება ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო ეფექტრუად განხორციელებაზე, ურთიერთთანამშრომლობასა და ზოგადად, საჯარო სექტორის საქმიანობის სამომავლო განვითარებაზე.

ღონისძიება, „ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“  პროგრამის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მხარდაჭერით განხორციელდა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: