საავტომობილო გზების დეპარტამენტი
მესტიამდე მისასვლელი გზა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია
მესტიამდე მისასვლელი გზა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია
15 მარ, 2019 14:41:41

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება მესტიამდე თავისუფალია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო,    შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე თავისუფალია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ170-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე გზის კმ1-კმ138 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: