24 თებერვალს გორის გვირაბში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება
24 თებერვალს გორის გვირაბში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება
23 თებ, 2019 14:34:31
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კმ-ზე, შპს „პანიკა ფილმსი“ გეგმავს მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას. რის გამოც, გადაღების პროცესში, 2019 წლის 24 თებერვალს, 16:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, პერიოდულად 5-10 წუთით, რამოდენიმეჯერ, აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.
გადაღების პერიოდში, საავტომობილო გზის მონაკვეთზე, გადაღების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი  თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.
საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსიურობის გაზრდის და საცობის წარმოქმნის შემთხვევაში, გადაღება იქნება შეწყვეტილი.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კმ-ზე, შპს „პანიკა ფილმსი“ გეგმავს მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას. რის გამოც, გადაღების პროცესში, 2019 წლის 24 თებერვალს, 16:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, პერიოდულად 5-10 წუთით, რამოდენიმეჯერ, აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.გადაღების პერიოდში, საავტომობილო გზის მონაკვეთზე, გადაღების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი  თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსიურობის გაზრდის და საცობის წარმოქმნის შემთხვევაში, გადაღება იქნება შეწყვეტილი.აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: