ქალაქ ხაშურთან 26 იანვარს ღამის საათებში შეზღუდვები დაწესდება
ქალაქ ხაშურთან 26 იანვარს ღამის საათებში შეზღუდვები დაწესდება
25 იან, 2019 18:04:29

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტრამენტის ინფორმაციით,  2019 წლის 26 იანვრის 00:00სთ-დან 05:00სთ-მდე, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ131 მონაკვეთზე, ლიხი-ხაშურის დაზიანებული სარკინიგზო ხიდის შეკეთების სამუშაოებს, რისთვისაც საჭიროა, დროის აღნიშნულ პერიოდში, სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა, ორჯერ, შუალედურად 30-30 წუთის განმავლობაში.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის დაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: