გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2.2 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2.2 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
24 იან, 2019 11:26:40

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-ველი-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზაზე, 2.2 კმ-იან მონაკვეთზე დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.

პროექტი ფარგლებში 2.2 კმ-იან მონაკვეთზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები. ასევე, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. განხორციელდა საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები 2018 წლის ივნისში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა.

თბილისი-ველი-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზაზე, 2018 წელს, ასევე განხორციელდა არსებული დაზიანებული გზაგამტარის რებილიტაცია, აღნიშნული გზით მოსარგებლეებს უკვე, შეუძლიათ განახლებული გზითა და ხიდით ისარგებლონ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ამ დროისთვის ქვემო ქართლის რეგიონში 9 პროექტს ახორციელებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: