ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
09 იან, 2019 22:47:24

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატრებული გაწმენდითი სამუსაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის  ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ნამქერები) გამო, ამ დრომდე  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საერთაშორისო მნიშვნელობის  ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: