2018 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 92 პროექტი დაასრულა
2018 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 92 პროექტი დაასრულა
31 დეკ, 2018 12:03:30

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, 2018 წელს,  არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. დასრულდა ქობულეთის შემოვლითი გზის 18 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. აღნიშნულ გზაზე აშენდა საქართველოში ამ დროისთვის ყველაზე გრძელი - 1180 მ-იანი ხიდი. ახალი გზა ქობულეთს სრულად განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან, რაც კურორტის ეკოლოგიურ გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. ახალი გზა თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობის დროს  30 წუთით ამცირებს.

დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას, აშენდა ახალი გვირაბი, რომელიც ამ დროისთვის, უპრეცენდენტოა საქართველოში. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, რიკოთის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის გვირაბის მშენებლობა საქართველოში არ განხორციელებულა. 2 კმ-მდე გვირაბი, სტიქიის ზონაში უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ასევე, დასრულდა სტეფანწმინდა-სამების ეკლესიამდე მისასვლელი გზის მშენებლობა, ტურისტებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მომლოცველებს გერგეტის სამებამდე მისვლა უკვე განახლებული, კომფორტული და უსაფრთხო გზით შეუძლიათ.

2018 წელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სულ 92 პროექტი დასრულა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 220 კმ. გზას,  21 ხიდსა და 1 გვირაბს.  აშენდა 8 ახალი ხიდი და დასრულდა 17 ნაპირსამაგრი პროექტი.

2019 წელს, დაიწყება რიკოთის საუღელტეხილო გზისა და ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა, ასევე დაგეგმილია 300 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია. 2019 წელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 1 მილიარდ 300 მილიონ ლარი იქნება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: