ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე ახალი 2 ზოლის მშენებლობა იწყება
ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე ახალი 2 ზოლის მშენებლობა იწყება
28 დეკ, 2018 18:01:28

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ, კომპანია „ბლექ სი გრუპთან“ და კომპანია „აკორდთან“ ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე ახალი 2 ზოლის მშენებლობაზე ხელშეკრულება გააფორმა. ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისი-სამტერდიის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობისგან განსხვავებით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტის ღირებულება 200 მილიონ 255 ათას ლარამდეა.

ქუთაისი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილი იყო 4 ლოტად. 3 ლოტზე,  ქართულმა კომპანიამ “ბლექ სი გრუპმა“გაიმარჯვა, ერთზე კი კომპანია „აკორდმა“. აღსანიშნავია, რომ ქართული კომპანია ჩქაროსნული გზის მშენებლობას დამოუკიდებლად და არა ქვეკონტარქტორის სახით პირველად განახორციელებს.

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზა 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა და ამ დროისთვის, სახიფათო გზის რეპუტაცია აქვს საგზაო ავარიების რაოდენობით და განსაკუთრებით ფატალური შედეგებით. გზის 4 ზოლიანად გაფართოების პროექტი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას განახლებულ გზაზე.

ახალი გზის მმშენებლობა უზრუნველყოფს  ავტოსაგზაო შემთხვევების მნიშვნელოვან შემცირებას. ასევე, გზის გაფართოების შემდეგ გაიზრდება მოძრაობის სიჩქარე და შემცირდება ხარჯები.

ქუთისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე, ახალი 2 ზოლის მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: