მელე-ლასდილისა და ლენტეხი-მელეს მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა
მელე-ლასდილისა და ლენტეხი-მელეს მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა
27 დეკ, 2018 14:44:15

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ126-კმ157 (სოფ მელე-ლასდილი) მონაკვეთშზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, ამავე გზის კმ86–კმ126 (ლენტეხი-სოფ. მელე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის კმ1-კმ86 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: