ქ.ზუგდიდში მესტიის მიმართულებით გადაადგილება შემოვლითი გზით განხორციელდება
ქ.ზუგდიდში მესტიის მიმართულებით გადაადგილება შემოვლითი გზით განხორციელდება
18 დეკ, 2018 17:42:15

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქ. ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის სამუშაოების წარმოებისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ0-კმ2 მონაკვეთი 45 დღის განმავლობაში ჩაიკეტება. სამუშაოების წარმოების პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოვლით გზაზე გადაერთვება და ავტოტრანსპორტი მესტიის მიმართულებით და უკან იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 333-ე კმ-დან ჭავჭავაძის ქუჩის გამოყენებით.

დროის ამ პერიოდში, ავტოტარნსპორტის გადაადგილება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: